воскресенье, 30 апреля 2017 г.

4დღის რეფლექსია

დღეს ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე. იმდენი რამ გავაკეთე სხვის მაგივრად მეტკინა თავი. ცუდია რომ ბევრი დავალება მივიღე. უუუუ რა გააკეთებს. იმედია რამეს მოვახერხებ. კოლეგების დახმარების იმედით. ისე ვარ რეფლექსიის თავიც არ მაქვს რაღაც ამინდიც ისეთია თენთავს კაცს.

суббота, 29 апреля 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

მართალია დღეს მეორე ტრენინგზე ვარ და თითქოს დაღლილი უნდა ვიყო, მაგრამ ის ატმოსფერო, რომელიც არის პოზიტიურად განმაწყობს. კარგია რომ ამას ტრენერიც ხელს უწყობს და მაქსიმალურად ცდილობს დაგვეხმაროს. ყველაფერ ამას ის შენიშვნებისა და ბუზღუნისა გარეშე აკეთებს, რაც უფრო გვეხმარება. დღე ნაყოფიერი გამოდგა. პროექტის გეგმაში შევიტანე ინდიკატორები. დავსახე მიზნები და ამოცანები. გადავედი კითხვებზე და ცოტა გავიჭედე, მაგრამ ხვალისათვის უკეთ მოვიფიქრებ და ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნებააა...

воскресенье, 23 апреля 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

 მეორე დღეც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის. გავეცანი ბუკლეტის შექმნა-გამოყენებას, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. დავეუფლე მისი შექმნის ტექნიკას. ვორდში ახალი რაღაც-რაღაცები ვისწავლე, რაც ნამდვილად  არ ვიცოდი და გამომადგება მომავალში.  მივიღე დავალება მომდევნო გაკვეთილისთვის და ვიმედოვნებ რომ შევასრულებ წარმატებით.  

суббота, 22 апреля 2017 г.

პირველი დღის რეფლექსია

     ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დავრჩი ფრიად დაფიქრებული იმ სიახლეებით რაც ტრენინგის პირველმა დღემ მომცა. გავეცანი ბევრ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეს ინტერნეტში და ელ.ფოსტაში მუშაობისთვის, რაც ამდენი ხნის მანძილზე ჩემთვის მიუწვდომელი იყო. კერძოდ? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უკეთ ვისწავლი პროექტებით სწავლებას, რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. გავეცანი მოდულებს, ვისწავლე ფაილის შექმნა, ინფორმაციის  შენახვა, ბლოგის შექმნა-გამოყენება. ამდენი სიახლე? იმედია მოვერევი. ხვალინდელი დღის იმედით...

9 დღის რეფლექსია

ჯგუფის თითოეულმა წევრმა მოახდინა თავისი თემის პრეზენტაცია. გამოითქვა შენიშვნები და კომენტარები, იყო საინტერესო რჩევები. შემდეგ მოვახდინეთ ჩ...