суббота, 27 мая 2017 г.

9 დღის რეფლექსია

ჯგუფის თითოეულმა წევრმა მოახდინა თავისი თემის პრეზენტაცია. გამოითქვა შენიშვნები და კომენტარები, იყო საინტერესო რჩევები. შემდეგ მოვახდინეთ ჩვენი ნაშრომების ატვირთვა და გაზიარება ბლოგზე რომ ხელმისაწვდომი იყო სხვებისთვის. ბოლოს ვუსურვეთ ერთმანეთს წარმატებები და დავემშვიდობეთ გულთბილად.

воскресенье, 14 мая 2017 г.

8 დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

ძალიან ბევრი ცოდნა მივიღე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. საინტერესოა, მაგრამ აუცილებელია ბევრი პრაქტიკა რომ ეს ჩვევაში გადავიდეს. შემდეგ ყველაფერი წყაროს თვალივით  იქნება. მაგარია....  დრაივზე პრეზენტაცია ატვირთვა. ელექტრო კითხვარი თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლეთ ზღვა ინფორმაცია. ყველას წარმატებებს გისურვებთ კოლეგებო. თქვენი იმედი მაქვს.

суббота, 13 мая 2017 г.

7 დღის რეფლექსია

ვშრომობ და ვწვალობ, იმედია შედეგი იქნება. ფაქტიურად მომდევნო გაკვეთილისთვის ყველაფერი გაკეთებული უნდა იყოს.  ვნახოთ რა იქნება. კაცი იმედით ცოცხლობს.   

воскресенье, 7 мая 2017 г.

6 დღის რეფლექსია

წარმოვადგინეთ დავალებები. შენიშვნები გამოთქვეს ერთმანეთის ნამუშევრებთან დაკავშირებით. შემდეგ  დავიწყეთ მუშაობა თუ როგორ უნდა შევადგინოთ  შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ პოვერპოინტში მუშაობა. ბევრი ემოცია კოლეგებში. მოსწავლის ნამუშევრის(ვითომ) სახელია ,,ბრმად ნდობა საფრთხის შემცველია?". ამ დავალებას რომ შევასრულებ იმედია მასწავლებელს მოეწონება ჩემი ნაშრომი

суббота, 6 мая 2017 г.

5 დღის რეფლექსია

დღე დაიწყო ალბად მძიმედ. გარკვეული გაურკვევლობით, რაც გამოწვეული იყო დავალების ცოტა გაურკვევლობით ჩემთვის.  თუმცა მადლობთ შორენას. მგონი ლღვება ჩემი ტვინი ნელ-ნელა. ვისაუბრეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ  თუ ბავშვებმა სოციალური ქსელი. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება. ახლა გვიხსნიან ინტერნეტში როგორ მოვიძიოთ სასურველი ინფორმაცია , შევინახოთ და გამოვიყენოთ ის.  თუმცა არ უნდა დავარღვიოთ საავტორო უფლებები. შემდეგ ვისაუბრეთ  მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე? ხო.  თავი უნდა წარმოვიდგინოთ მოსწავლის როლში და უნდა შევასრულოთ შესაბამისი სამუშაო. 

воскресенье, 30 апреля 2017 г.

4დღის რეფლექსია

დღეს ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე. იმდენი რამ გავაკეთე სხვის მაგივრად მეტკინა თავი. ცუდია რომ ბევრი დავალება მივიღე. უუუუ რა გააკეთებს. იმედია რამეს მოვახერხებ. კოლეგების დახმარების იმედით. ისე ვარ რეფლექსიის თავიც არ მაქვს რაღაც ამინდიც ისეთია თენთავს კაცს.

суббота, 29 апреля 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

მართალია დღეს მეორე ტრენინგზე ვარ და თითქოს დაღლილი უნდა ვიყო, მაგრამ ის ატმოსფერო, რომელიც არის პოზიტიურად განმაწყობს. კარგია რომ ამას ტრენერიც ხელს უწყობს და მაქსიმალურად ცდილობს დაგვეხმაროს. ყველაფერ ამას ის შენიშვნებისა და ბუზღუნისა გარეშე აკეთებს, რაც უფრო გვეხმარება. დღე ნაყოფიერი გამოდგა. პროექტის გეგმაში შევიტანე ინდიკატორები. დავსახე მიზნები და ამოცანები. გადავედი კითხვებზე და ცოტა გავიჭედე, მაგრამ ხვალისათვის უკეთ მოვიფიქრებ და ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნებააა...

9 დღის რეფლექსია

ჯგუფის თითოეულმა წევრმა მოახდინა თავისი თემის პრეზენტაცია. გამოითქვა შენიშვნები და კომენტარები, იყო საინტერესო რჩევები. შემდეგ მოვახდინეთ ჩ...